Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტების შეხვედრა საერთაშორისო კომპანია Moore Abc წარმომადგენლებთან

19 ივნისს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ეწვივნენ საერთაშორისო კომპანია Moore Abc წარმომადგენლები. მათ სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია კომპანიის საქმიანობაზე, თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევბსა და სტანდარტებზე, ვრცლად ისაუბრებრეს კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ.

საერთაშორისო კომპანია Moore Abc ქართულ შრომით ბაზარზე პოზიციონირებს  ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების მიწოდებით. დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეს რეკომენდაციები, ადგილზე შეავსეს სააპლიკაციო ფორმები და დასაჩუქრდნენ კომპანიის ბრენდირებული ნივთებით.

 

თარიღი: 19/06/2025